ქობულეთში, სოფელ ბუკნარში 25-მდე ოჯახმა ერთ-ერთი მიტოვებული შენობა თვითნებურად დაიკავა.
როგორც ისინი აცხადებენ, საცხოვრებლები არ აქვთ, რის გამოც იძულებული გახდნენ უფუნქციო შენობაში შეჭრილიყვნენ.
აღნიშნული ოჯახების თქმით, არიან ეკომიგრანტები და სოციალურად დაუცველები. აცხადებენ, რომ საცხოვრებელი ფართობების მიღების მოთხოვნით აქცია არაერთხელ გამართეს, თუმცა, უშედეგოდ.
უფუნქციო შენობაში შეჭრილები შენობის დატოვებას არ აპირებენ და მთავრობის წარმომადგენლებთან შეზვედრას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასშტაბურ აქციას და ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელი გზის გადაკეტვას აანონსებენ.
ადგილზე იმყოვება საპატრულო პოლიცია.
მასალა განახლებადია