ავარიის შედეგად დაზარალებული საქართველოს მოქალაქეები რიზეს ცენტრალურ და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთი მოქალაქე დაიღუპა, 5 დაშავებულიდან 2ის მდგომარეობა მძიმეა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, თურქეთის დროით, 3 საათზე, რიზეს ტრასაზე მოხდა.