ქართული კულტურის დღეები დანიაში

29 სექტემბერი 2024, 11:58 187 ნახვა

ქართული კულტურის დღეების ფარგლებში დანიის სამეფო ბიბლიოთეკაში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების პირველი დანიური თარგმანის პრეზენტაცია გიორგი სისაურის კალიგრაფიის ხელოვნების მასტერკლასის თანხლებით გაიმართა.  ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაია, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ევროპელი სტუმრები ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და  დანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით დანიის სამეფოში, კოპენჰაგენში, 24 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ქართული კულტურის დღეები იმართება და პროგრამა ქართული ტრადიციული სიმღერისა და ცეკვის, ვიზუალური და თეატრალური საშემსრულებლო ხელოვნების, კინოხელოვნების წარმოჩენას ითვალისწინებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში