სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული პირები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ

10 აპრილი 2017, 00:00 1932 ნახვა

სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული პირები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ. მუშებმა დღეს აქცია გამართეს. მათი თქმით, ფასადის შელესვაზე აღმაშენებლის 5 ნომერში მდებარე კორპუსში მუშაობდნენ, თუმცა ბოლო 3 თვეა კუთვნილი ანაზღაურება არ აუღიათ. საცხოვრებელ კორპუსს, შპს “აჭარა დეველოპმენტი” აშენებს, ქვეკონტრაქტორი კი შპს “მონოლითია” 


 კომპანია “აჭარა დეველოპმენტში” აცხადებენ, რომ მათ ჩატარებული სამუშაოებისთვის შპს “მონოლით ა”-ს  უკვე საფასური გადაუხადეს, თუმცა ნაწილი სამუშაოებისა, რომელიც არაჯეროვნად შესრულდა,  არ ჩაიბარეს. ქვეკონტრაქტორ კომპანიაში, კი ირწმუნებიან  რომ ხარვეზი არ ჰქონიათ. სამუშაოები კი რომლის გამოც დებელომპმენტმა, თანამშრომლობაზე უარი თქვა, არ დასრულებულა და სამუშაოს ვადებთან დაკავშირებით  მოლაპარაკებები არც ყოფილა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი