ბათუმის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო. კინოჩვენებები დღეიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით კავეა გრანდმოლსა და ევროპის მოედანზე ღია ცის ქვეშ გაიმართება. კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ასევე 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 25-ზე მეტი ქვეყნიდან.
მხატვრული, საკონკურსო და მოკლემეტრაჟიანი ფილმების გარდა ბიაფის კინოჩვენებაზე წარმოდგენილი იქნება დიდოსტატთა კოლექცია, სადაც მაყურებელი ცნობილი რეჟისორების ბოლო ნამუშევრებს იხილავს. კინოფესტივალის ერთ-ერთ ყველაზე დიდი სექცია ქართულ პანორამას დაეთმობა, რომლის ფარგლებშიც 14 ახალი ქართული ფილმის ჩვენება იგეგმება.