თოჯინების საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

28 სექტემბერი 2024, 12:32 70 ნახვა

ბათუმის თოჯინების მეორე საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა.  დასკვნით ღონისძიებაზე ფესტივალის გამარჯვებულები დააჯილდოვეს , საერთაშორისო ფესტივალის გრანპრი  ესპანურმა დასმა მიიღო. ასევე გამოვლინდნენ გამარჯვებულები 7 ნომინაციაში.  გამარჯვებული სპექტაკლი 5 წევრიანმა ჟიურიმ შეარჩია. ფესტივალში 6 ქვეყნის  თეატრალური  დასი მონაწილეობდა  ჩვენებები 5 დღის განმავლობაში გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში 14 სპექტაკლი დაიდგა, აქედან 4 არასაკონკურსო. საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ,  სპექტაკლების ჩვენების პარალელურად ღია ცის ქვეშ სემინარები და წარმოდგენები გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში