საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი იწყება

27 სექტემბერი 2024, 14:04 220 ნახვა

ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი იწყება. ბიაფი  დღეს  გაიხსნება და საკონკურსო ფილმების ჩვენება ყოველდღიურად 3 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

რიგით მე-19 ფესტივალი წელსაც მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგება კინომოყვარულების წინაშე და იქნება საპრემიერო ჩვენებები. კინოჩვენებები კინოთეატრ კავეა გრანდ მოლში და ევროპის მოედანზე (ღია ცისქვეშ) გაიმართება.

კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი, ასევე 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 25-ზე მეტი ქვეყნიდან. 

საკონკურსო პროგრამასთან ერთად ბათუმის კინოფესტივალზე წარმოდგენილია რამდენიმე არასაკონკურსო სექციაც: დიდოსტატთა კოლექცია, ფოკუსი - უკრაინა, ქართული პანორამა და ქართული კინოკლასიკა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში