საქართველოს ეროვნული სარაგბო ჩემპიონატის, “დიდი 10-ის” ბოლო, მე-18 ტურში, სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ თბილისის “აკადემია” გასვლაზე პრემიალური ქულით, 34 - 17 დაამარცხა და გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზეა.
ბათუმს ეროვნული სარაგბო ჩემპიონატის პლეიოფის ფინალში ერთი თამაშით მოხვედრის შანსი აქვს. „აკადემია“ სარაგბო კლუბ „ბათუმის“ დუბლებმაც დაამარცხეს. მათ შეხვედრა 34 -20 მოიგეს და ჩემპიონატი პირველი ადგილით დაასრულეს.