მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობისთვის, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრის ქვეპროგრამის ფარგლებში, ქობულეთში მეფუტკრე ფერმერებს აგრო მარკეტის პავილიონზე ფუტკრის სკების გაცემის პროცესი დაიწყო.
როგორც ცნობილია პროექტის ფარგლებში მეფუტკრე ფერმერებზე 2000 ცალი სკა გაიცემა. ქობულეთის მუნიციპალიტეტში 60 მეფუტკრე ბენეფიციარზე, 600 მდე სკას გასცემენ.
ქვეპროგრამის ფარგლებში მეფუტკრე ფერმერებს და სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებს აგროსერვის ცენტრის 70 % -ანი თანადაფინანსებით გადასცემს.
აღნიშნული პროგრამა აჭარის რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში ხორციელდება.