ბათუმი მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიოს ახალგაზრდულ სერიას მასპინძლობს

25 სექტემბერი 2024, 14:05 193 ნახვა

ხვალ ბათუმის სპორტის სასახლეში მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიო ახალგაზრდულ სერია დაიწყება, რომელშიც 10 ქვეყნის 120 სპორტსმენი იასპარეზებს როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის.

ტურნირზე ქართველ სპორტსმენებთან ერთად, ჩემპიონობისთვის კიდევ ცხრა ქვეყნის წარმომადგენელი იბრძოლებს. საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაზე 28 სპორტსმენითაა წარმოდგენილი, აამთგან ათი აჭარიდანაა.

დღეს ტურნირის ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელსაც  მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის სუპერვაიზერი დანა ჩეხოვაც ესწრებოდა.

შეჯიბრებები ხვალ, დილიდან დაიწყება და 29 სექტემბერს დასრულდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი