სამშენებლო კომპანიაში დასაქმებული 30-მდე მუშა ანაზღაურებას ითხოვს. აღმაშენებლის 5 ნომერში მშენებლობაზე დასაქმებულმა პირებმა აქცია გამართეს. ამბობენ, რომ მაღლივი კორპუსის ფასადის კეთილმოწყობაზე მუშაობდნენ და უკვე 3 თვეა ხელფასი არ აუღიათ.
აქციის მონაწილეების თქმით, შპს "აჭარა დეველოპმენტს", მუშებისთვის დავალიანების სახით, დაახლოებით 35 ათასი ლარი აქვს გასაცემი.