დღეს „მაჭახლობაა“

24 სექტემბერი 2024, 18:52 355 ნახვა

ხელვაჩაურში დღეს მაჭახლობა იზეიმეს. სახალხო დღესასწაული სოფელ სინდიეთში გაიმართა.  წარმოდგენილი იყო ადგილობრივი რეწვის ნიმუშები, თოფი მაჭახელა თავისი ერთადერთი ოსტატით და ხეობის უძველეს მარანში დაწურული ღვინო.

მაჭახლობა ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია და იგი ისტორიული ხეობის პოპულარიზაციას ემსახურება. დღესასწაული მხოლოდ გამოფენითა და კონცერტით არ ამოიწურება. დღეს დააჯილდოვეს ასევე საპატიო მაჭახელელი. ეს წოდება წელს პედაგოგს, გიორგი ბასილაძეს ერგო.

ასევე საპატიო სტუმრის ქამრები მოირგეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა და განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა მადონა თევზაძემ. რაც შეეხება დღესასწაულს, იგი ტრადიციულად  2007 წლიდან აღინიშნება.

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში