აბასთუმნის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

24 სექტემბერი 2024, 14:05 142 ნახვა

აბასთუმნის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა საფეხმავლო არეალს, შეიცვალა გარეგანათების ბოძები, წყალმომარაგების, ირიგაციისა და  ელექტრო საინჟინრო ქსელები, განახლდა შადრევანი.  აშენდა ადმინისტრაციული შენობა.

განახლებული ინფრასტრუქტურა მორგებულია შშმ პირებისა და საბავშვო ეტლით მოსარგებლე მშობლების საჭიროებებზე.

უწყების ინფორმაციით, დასკვნით ფაზაშია აბასთუმნის ავტოსადგომის მშენებლობაც.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი