საქართველოში სამუშაო ვიზიტით ტაჯიკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სატყეო სააგენტოს დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ტაჯიკეთის სახელმწიფო სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა.
მხარეებმა ტყის მართვის სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრეს; სამუშაო ვიზიტის დასასრულს ტაჯიკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სატყეო სააგენტოს დელეგაციის წევრები სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის ჯიღაურის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ეწვევიან, სადაც სერტიფიცირების კვლევის სამსახურის ლაბორატორიას დაათვალიერებენ.