ბათუმში მოყვარულთა შორის აჭარის ველოსპორტის ფედერაციის თასის გათამაშება გაიმართა. შეჯიბრება ჯგუფურ რბოლაში 4 კილომეტრიან დისტანციაზე მოეწყო. გამარჯვებულები თასებით, მედლებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ჩემპიონატის მიზანს ველოსპორტის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.