მთის ქოხები და მოლაშქრეთა ბილიკი დაცულ ტერიტორიებზე

19 სექტემბერი 2024, 10:15 221 ნახვა

სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებისათვის სამი დაცული ტერიტორიის - ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთის და თუშეთის ერთმანეთთან ერთი საფეხმავლო  ბილიკით დასაკავშირებლად, მოლაშქრეთა ბილიკებისა და  სამთო ქოხების განვითარების პროექტი დასკვნით ფაზაშია. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,  პროექტის ფარგლებში მონტაჟდება სხვადასხვა კატეგორიის 7 სამთო ქოხი, მათგან  5-ის  მშენებლობა დასრულებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში