ზელენსკი ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს შეხვდება

19 სექტემბერი 2024, 09:54 125 ნახვა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი მომავალ კვირას ვაშინგტონში უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

ამერიკული მედია წერს, რომ შტატებში ვიზიტის დროს უკრაინელი ლიდერი დაჟინებით მოითხოვს უკრაინის გაწევრიანებას ნატოსა და ევროკავშირში.

ზელენსკი ასევე აპირებს განიხილოს შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მიწოდება, უკრაინის სახელმწიფოს მეთაურს სურს წარუდგინოს თავისი გეგმა ამერიკელ კოლეგას ჯო ბაიდენს, როდესაც ისინი შეხვდებიან გაეროს გენერალური ასამბლეის დროს ამ თვის ბოლოს.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი