ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის ისეთი ქმედებები და განცხადებები, რომლებიც დასავლეთისგან, ევროპისა და აშშ-ისგან საქართველოს იზოლაციას ზრდის - რობინ დანიგანი

18 სექტემბერი 2024, 15:57 246 ნახვა

ქართველმა ხალხმა დიდი უმრავლესობით თქვა, რომ მათი მომავალი არის მომავალი ევროპასთან და დასავლეთთან. ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს იზოლაციაში აქცევს, ამ მიზანს არ ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.

დანიგანის თქმით, აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას და დახმარებას, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი, ეკონომიკურად უფრო განვითარებული ქვეყანა, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი.

„საქართველოს მთავრობის ბოლო ანტიდემოკრატიული ქმედებები, აშშ-ისა და დასავლეთის შესახებ დეზინფორმაცია და განცხადებები, როგორიც პრემიერ-მინისტრმა გუშინ გააკეთა, არ ეხმარება საქართველოს ან ქართველ ხალხს. ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის ისეთი ქმედებები და განცხადებები, რომლებიც დასავლეთისგან, ევროპისგან და აშშ-ისგან საქართველოს იზოლაციას ზრდის. ქართველმა ხალხმა დიდი უმრავლესობით თქვა, რომ მათი მომავალი არის მომავალი ევროპასთან, დასავლეთთან და ქმედებები, განცხადებები, რომლებიც საქართველოს იზოლაციაში აქცევს, არ ემსახურება ამ მიზანს. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მსოფლიოში არ არსებობს ქართველი ხალხის და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის უფრო ძლიერი მხარდამჭერი, ვიდრე არის აშშ. გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და დახმარებას, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი, ეკონომიკურად უფრო განვითარებული ქვეყანა, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი. განცხადებები, რომლებიც მიმართულია საქართველოს აშშ-ისგან იზოლირებისკენ, არავისთვის სასარგებლო არ არის“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი