უწყვეტი პროტესტის 60 დღე - უცვლელი მოთხოვნებით აჭარის მთავრობის სახლთან საპროტეატო აქცია გუშინაც გაიმართა. აქციის მონაწილეებს უცვლელი მოთხოვნები ჰქონდათ, ისინი კვლავ დაკავებული მოქალაქეების გათავიაუფლებას, ხელახალ არჩევნებს და იმ პირების დასჯას ითხოვენ , ვინც აქციის დროს მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე იძალადეს. ასევე მოეწყო წიგნის ,,როგორ დავამრცხოთ დიქტატორი“ განხილვა.
აქციის მოანწილებმა სოლიდარობა გამოუცახდეს მზია ამღლობელს და მოითხოვეს მისი გათავისუფლება. ბათუნმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნევბელი პროტესტის ნიშნ დ მე 16 დღეა შიმშილობს.
გუშინ გამართულ აქციას ხულოელები შეუერთდნენ, რომლებმაც მარში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყეს და საღამოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მყოფ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ, ისინი მსვლელობით მივიდნენ გამოცემა “ ბათუმელების“ რედაქციასთან და მზია ამაღლობელის გათავისუფლება მოითხოვეს, შემდგომ კი ხელოვნების უნჯვერსიტეტთან გადაინაცვლეს და გაფიცულ სტუდენტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.