რუსეთის 5 რეგიონში დრონებით თავდასხმა მოხდა

18 სექტემბერი 2024, 09:38 236 ნახვა

უკრაინული დრონების იერიშის შემდეგ რუსეთის ტვერის ოლქის ქალაქ ტოროპეცთან მდებარე საბრძოლო მასალების საწყობში ძლიერი ხანძარია. ჭურვების აფეთქება უკვე რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება. ქალაქში, რომლის მოსახლეობა 13 ათასს შეადგენს, ევაკუაცია გამოცხადდა, დაიკეტა  სკოლები და საბავშვო ბაღები. 

რუსეთის რამდენიმე ოლქის  გუბერნატორი  ღამით დრონებით თავდასხმის შესახებ  განცხადებებს ავრცელებს. 14-მდე უკრაინული ჩამოაგდეს მხოლოდ ბრიანსკში.

ტვერის ოლქის ქალაქ ტოროპეცის  ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ძლიერი ხანძარი დრონის ნამსხვრევებმა გამოიწვია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში