პორტუგალიაში ტყის ხანძარს ებრძვიან

18 სექტემბერი 2024, 09:05 202 ნახვა

პორტუგალიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში ტყის ხანძრებია. ქვეყანაში ამჟამად ხანძრის 50-ზე მეტი უკონტროლო კერაა, მობილიზებულია 5 ათას 300 მეხანძრე. პორტუგალიის ხელისუფლებამ  დახმარების თხოვნით მიმართა  ევროკავშირს.

ხელისუფლებამ რამდენიმე საავტომობილო გზა დახურა, მათ შორის  მთავარი მაგისტრალის მონაკვეთი, რომელიც ლისაბონსა და პორტოს აკავშირებს. ევაკუირებულია რამდენიმე სოფელი. 

სტიქიის ზონაში შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ უჩვეულოდ მშრალი და ცხელი ამინდი, ასევე ძლიერი ქარი ხელს უწყობს ცეცხლის გავრცელებას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი