მსახიობ ზურა ბერიკაშვილს დღეს დაკრძალავენ, იგი რამდენიმე წუთის წინ საბურთალოზე მდებარე ამაღლების ეკლესიიდან გამოასვენეს. ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო.
თეატრალური სპექტაკლების გარდა, მონაწილეობდა კინოფილმებსა და სატელევიზიო სერიალებში, ასევე არაერთი დასამახსოვრებელი როლი აქვს შესრულებული.
ზურა ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.