განათლების მინისტრმა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა

16 სექტემბერი 2024, 10:23 73 ნახვა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. 

"მინდა დღეს მთლიანად საქართველოს და განსაკუთრებით 50 ათასზე მეტ პირველკლასელს მივულოცო სწავლის დაწყება, მათ მშობლებს, მთლიანად სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს.

დღეს იწყება ახალი სასწავლო წელი და გვაქვს უამრავი სიახლე. ახლა გავხსენით პრაქტიკულად სრულიად განახლებული, რეაბილიტირებული გლდანის 160-ე სკოლა, სადაც 1100-ზე მეტი ბავშვი სწავლობს, რაც 5 მილიონ ლარამდე დაჯდა. მიმდინარეობს ასევე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მთელს ქვეყანაში და ეს სასწავლო წელი ნამდვილად გამორჩეულია სიახლეებით. მხოლოდ სექტემბრის ბოლომდე გაიხსნება 60 მსგავსი ახალი დიდი სკოლა ქვეყნის მასშტაბით და წლის ბოლომდე პრაქტიკულად 100 ახალი სკოლა გვექნება სისტემაში დასრულებული, განახლებული, სრულად აღჭურვილი თანამედროვე ინვენტარით, რომელიც 30 ათასამდე მოსწავლეს მოემსახურება.

ასევე, რა თქმა უნდა სრულად არის უზრუნველყოფილი საჭიროების მიხედვით ტრანსპორტირება, ასევე სახელმძღვანელოები და ბუქები გადაეცა ყველა პირველკლასელს“, - აღნიშნა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი