ავარია ქობულეთში

14 სექტემბერი 2024, 20:05 373 ნახვა

ქობულეთში შემოვლით გზაზე ავტოავარია მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთის შემოვლით გზაზე, კონკრეტულად სოფელ კვირიკეს გადასახვევთან მოხდა. ავტოავარიაში მსუბუქი ავტომობილი საავტომობილო გზაზე მოძრავ ტრაილერს შეასკდა.

დაშავებული ერთი მამაკაცი ქობულეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკაში გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ. როგორც კლინიკის ექიმი ამბობს, ახალგაზრდა მამაკაცს მოტეხილობა აღენიშნება სხეულის არეში და მიმდინარეობს დამატებითი კვლევები.

შსს წარმომადგენლებს ქობულეთის შემოვლითი გზის ნაწილი გადაკეტილი აქვთ დამცავი ყვითელი ლენტით ცალმხრივად, სადაც მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში