საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსახიობ ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულ მსახიობს მის მიერ შექმნილმა დაუვიწყარმა სახეებმა მაყურებლის სიყვარული და აღიარება მოუტანა. ზურას სახით ქართულმა თეატრმა მაღალი რანგის პროფესიონალი, ახლობლებმა - გულისხმიერი მეგობარი, ჩვენმა ქვეყანამ კი - განსაკუთრებულად ნიჭიერი ადამიანი დაკარგა.
გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ზურა ბერიკაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და მთლიანად ქართულ საზოგადოებას", - აღნიშნავს პრემიერი.