ტაიფუნმა "იაგმა" ვიეტნამის ჩრდილოეთში 179 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაკარგულად ითვლება 145. სტიქიის გამო გარკვეული შეფერხებებია ვიეტნამის დედაქალაქში.
საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია. "იაგი" - "უკიდურესად საშიში და ძლიერი" სუპერ ტაიფუნია, რომელიც მე-5 კატეგორიის ქარიშხლის ტოლფასია.