პრემიერი ქარელის რაიონში

11 სექტემბერი 2024, 20:03 211 ნახვა

პრემიერ-მინისტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, სოფელ ძლევიჯვარში ფერმა დაათვალიერა. კერძო ინვესტიციით აშენებულ ფერმაში მერძეული უცხოური ჯიშის 1500-მდე საქონელია.

ინვესტორი პრემიერს განხორციელებულ ინვესტიციაზე ესაუბრა, რომლის შედეგად 200 ადამიანი დასაქმდა. ფერმა აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებითა და უახლესი სტანდარტების ტექნიკით. ფერმას აქვს საკუთარი სახნავ-სათესი ფართობი, რომელიც საქონლის გამოსაკვებად გამოიყენება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში