ალავერდის სარეაბილიტაციო სამუშაოები

11 სექტემბერი 2024, 11:44 217 ნახვა

სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის სამონასტრო კომპლექსის კარიბჭე-სამრეკლოს გუმბათზე ახალჩამოსხმული ჯვარი აღიმართა.

ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი 25 ივნისს მომხდარმა ძლიერმა  სტიქიამ  დააზიანა, ასევე ჩაიმსხვრა ტაძრის სარკმლები, დაზიანდა სამრეკლოსა და საეპისკოპოსო სახლის სახურავები, ჩამოიშალა სასახლის აივანი და  დაზიანდა  მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის სხვა  ნაწილები. 

ამ დროისთვის საკათედრო ტაძრის დასავლეთ მინაშენსა და საეპისკოპოსო სახლზე მოხსნილია დაზიანებული კრამიტის სახურავი.

სტოაზე მოეწყო შესაბამისი კონსტრუქციები, ხოლო საეპისკოპოსო სახლზე სრულად აღდგა კრამიტის სახურავი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში