ინდოეთის მაღალრეიტინგული გამოცემების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

10 სექტემბერი 2024, 10:29 205 ნახვა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან პოპულარული გამოცემის Deccan Herald-ის და ავიაკომპანია Indigo-ს საბორტო ჟურნალის Hello3E-ის წარმომადგენლებს მასპინძლობს.

მათივე ცნობით, პრესტურის მონაწილეებმა თბილისი, მცხეთა, წყალტუბო, მარტვილის კანიონი, მესტია, უშგული, სიღნაღი, ლოპოტა და ლაგოდეხის ეროვნული პარკი მოინახულეს. საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ზუგდიდში გემო ფესტს დაესწრნენ. Deccan Herald-ისა და Indigo-ს წარმომადგენლები ფესტივალის შესახებ მასალებს მოამზადებენ და მკითხველს ქართულ კულინარიას გააცნობენ.

„ვფიქრობ საქართველო ულამაზესი ქვეყანაა. ყველაფერი შეგვიყვარდა, რაც ამ დრომდე აქ ვნახეთ. მოგვეცა შანსი, დაგვეგემოვნებინა გასაოცარი კერძები. ვფიქრობ, ინდოელებისთვის საინტერესო იქნება ის ფაქტი, რომ დელიდან საქართველოში მოხვედრა ადვილია პირდაპირი ავიარეისის საშუალებით. საქართველო ძალიან გულღია ქვეყანაა, ხალხი კი სტუმართმოყვარე. ადგილზე უამრავი რამის ნახვა და დაგემოვნებაა შესაძლებელი“,-აცხადებს ტურის მონაწილე ქუნალ ბრათი მოგზაურო ჟურნალისტი ინდოეთიდან.

 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ჩამოვედით საქართველოში. რამდენიმე დღეა რაც აქ ვიმყოფებით. ვეწვიეთ ზუგდიდს, სადაც გემო ფესტი იმართება. ადგილზე ძალიან კარგი აურაა, უამრავი ადამიანია შეკრებილი და ფეხბურთის მატჩიც მიმდინარეობს. აქ ისმის სხვადასხვანაირი შეძახილები. გარშემო უამრავი კერძებია, რომელსაც ვაგემოვნებ და აღფრთოვანებული ვრჩები“, - ამბობს ტურის მონაწილე მოგზაური ჟურნალისტი შუბუთი თიო.

ინდოელი ჟურნალისტები საქართველოს სამთო და გამაჯანსაღებელი კურორტების, კულტურის, კულინარიის, ღვინის, ბუნებისა და სათავგადასავლო ტურიზმის შესახებ სტატიებს მოამზადებენ.

Deccan Herald-ის ბეჭდურ გამოცემას ყოველთვიურად მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს, ხოლო გამოცემის ონლაინ პლატფორმებს 15 მილიონი ვიზიტორი ჰყავს, სოციალურ ქსელებში Deccan Herald-ის ვიდეო რგოლებს ჯამურად ას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ავიაკომპანია ავიაკომპანია Indigo-ს საბორტო ჟურნალს ყოველწლიურად 6.5 მილიონი მგზავრი ეცნობა.

პრესტურის მიზანია ინდოეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვა და ინდოეთში საქართველოს ცნობადობის გაზრდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი