დღეს ანგისის სასროლეთზე დაიწყო ტრადიციული 29-ე საერთაშორისო ტურნირი მშვილდოსნობაში უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის.
შეჯიბრებაში ქართველ მშვილდოსნებთან ერთად სპორტსმენები ყაზახეთიდან, პოლონეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან, ლატვიიდან და ლიეტუიდან მონაწილეობენ. ტურნირი როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა შორის ტარდება.
შეჯიბრება 8 სექტემბერს დასრულდება.