ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა აჭარის ჩემპიონატი ჭადრაკში 7, 9, 11, 13 და 15 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ხუთდღიანი ასპარეზობის შემდეგ გამოვლინდნენ რეგიონის ჩემპიონები და პრიზიორები.
ტურნირის დებულების თანახმად, ყველა ასაკობრივი კატეგორიის ჩემპიონი ჭაბუკი და გოგონა, ამავე ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებს, რომელიც 1-10 თებერვალს ქუთაისში გაიმართება.
შეჯიბრება აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ასევე აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და ბათუმის სპორტის სასახლის მხარდაჭერით ჩატარდა.