გონიოს მიმართულებით ახალი სამარშუტო ხაზი ამოქმედდა - ბათუმის ავტოტრანსპორტი

05 სექტემბერი 2024, 12:28 3634 ნახვა

"ბათუმის ავტოტრანსპორტის" ინფორმაციით, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში ახალი მუნიციპალური სამარშრუტო ხაზი ამოქმედდა გონიოს მიმართულებით.

,,სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებს #20 მიკროავტობუსი 11 წუთიანი ინტერვალით შემდეგი მიმართულებით:

თბილისის მოედანი, ჭავჭავაძის ქ. აბუსერიძის ქ. აეროპორტის გზ. აფსაროსის ქ. კარანელის ქ (გონიო). უკუმიმართულება იგივე.

მიკროავტობუსები მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელებთან გააჩერებენ და მგზავრობის საფასურის გადახდა უკონტაქტო პლასტიკური ბარათებით იქნება შესაძლებელი.

მგზავრობის სტანდარტული ტარიფი - 50 თეთრია და ძალაში რჩება ყველა ის საშეღავათო პროგრამა, რომელიც მუნიციპალურ ავტობუსებში მოქმედებს.

მიკროავტობუსები 07:00-დან 23:00 სთ-მდე იმოძრავებენ.''- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში