დაკავებულია საქართველო-თურქეთის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის ორივე მონაწილე. დაკავებულების სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. ფაქტი დღეს დილით დაფიქსირდა, საუბარია ფიზიკურ შეურაცხყოფაზე.
ქართველი მამაკაცის ახლობლები ამბობენ, რომ თურქმა მებაჟემ საქართველოს მოქალაქე სცემა, თურქი სამართალდამცავები კი საწინააღმდეგოს ამტკიცებენ.