მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 20-წლამდელთა შორის

04 სექტემბერი 2024, 09:02 321 ნახვა

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ორმა ქართველმა – თორნიკე მიქელაძემ და აჩიკო ბოლქვაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ფინალურ ბლოკში მიქელაძემ შვედი კარლ ედვინ ჰუგო ბაფი 5:3 დაამარცხა, ბოლქვაძემ კი რუმინელ პატრიკ გორდანს 10:0 სძლია.

მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში ხუთი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს რეპეშაჟიდან ანრი ხოზრევანიძე და ანრი დავითაძე ინარჩუნებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი