ახალი სკვერი ქედაში

03 სექტემბერი 2024, 18:05 689 ნახვა

ქედაში, კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეიქმნება. სოფელ ახოში, ახალი პარკის მშენებლობისთვის პერიმეტრის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მოეწყო რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა: დასასვენებელი ფანჩატური, დეკორატიული ქვაფენილი, წყლის შადრევანი, ლამპიონები. ახალი პარკის მშენებლობისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 466 ათას 419 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს ,,ლეგიონი“ ახორციელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში