დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. მეათე მოწვევის პარლამენტი პლენარულ სხდომებს სექტემბრის თვეში - ორი სასესიო კვირის ფარგლებში გამართავს.
საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზე არის ჩანიშნული.
საშემოდგომო სესიის ფარგლებში საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე კანონპროექტზე იმსჯელებენ, რომელთა შორისაა ამნისტიის გამოცხადების თაობაზე მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებები, ასევე, ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით.
რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.