ზღვისპირა ქალაქი კიდევ ერთ ფესტივალს მასპინძლობს. მესამე დღეა ბათუმის ცენტრალურ პარკში ფესტივალი „არგანი„ მიმდინარეობს.
ღონისძიების ფარგლებში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. პარალელურად მეწარმეებს წარმოდგენილი აქვთ თაფლი და ღვინო.
ფესტივალი 9 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ხოლო ღონისძიების მუსიკალური ნაწილი 20 საათიდან იწყება და 23 საათამდე გრძელდება.