წარმატებულ პირველკურსელებს აჭარის განათლების სამინისტრო ერთჯერადად დააფინანებს, პირველ კურსელთა დაფინანსება მიღებული გრანტის მიხედვით განისაზღვრა. 100%-იანი გრანტის მფლობელი 2 ათას ლარს მიიღებს, ათასი ლარი გადაეცემა 70%-იანი გრანტის მფლობელს, 500 ლარს კი მიიღებს ის, ვინც ეროვნულ გამოცდებზე 50 %-იანი გრანტი მოიპოვა. პროგრამით სარგებლობისთვის სტუდენტებმა შესაბამისი დოკუმენტაცია აჭარის განათლების სამინისტროში 10 სექტემბრიდან უნდა წარადგინონ .