ოკუპანტის იერიში ხარკოვის სათამაშო მოედანზე - დაიღუპა 1 ბავშვი

30 აგვისტო 2024, 19:59 313 ნახვა

ოკუპანტის იერიშს საბავშვო მოედანზე მსხვერპლი მოჰყვა, დაიღუპა 1 ბავშვი. რუსულმა ძალებმა ხარკოვში 12 სართულიან საცხოვრებელ სახლზეც მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა.

დაბომბილია ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებაც. მხოლოდ 1 დღის განმავლობაში ქალაქში სარაკეტო თავდასხმების შედეგად 28 ადამიანი დაშავდა. საჰაერო დაბომბვის მსხვერპლი გახდა სუმიც, სადაც მტერმა მიზანში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ამოიღო. დარტყმის შედეგად საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რაც შეეხება უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლას კურსკის მიმართულებით, მთავარსარდლის განცხადებით ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა გარკვეულ მიმართულებებზე 2 კილომეტრით წაიწიეს წინ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი