სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიების ნაწილიც ოკუპირებულია, უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, ღიად მოიპოვოს ინფორმაცია უცხოური ინტერესების შესახებ - რატი ბრეგაძე

30 აგვისტო 2024, 17:39 111 ნახვა

სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიების ნაწილიც დღემდე ოკუპირებულია, უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, ღიად მოიპოვოს ინფორმაცია უცხოური ინტერესების შესახებ და გახადოს მოსახლეობისთვის საჯარო, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავის კომენტირებისას სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მიმდინარე დავას თამამად შეიძლება ეწოდოს გამჭვირვალობა vs გაუმჭვირვალობა.

„საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავას თამამად შეიძლება ეწოდოს გამჭვირვალობა vs გაუმჭვირვალობა; ობიექტური ინფორმირებულობა vs დეზინფორმაცია; სიცხადე vs ბუნდოვანება;

P.s.სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიების ნაწილიც დღემდე ოკუპირებულია, უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, ღიად მოიპოვოს ინფორმაცია უცხოური ინტერესების შესახებ და გახადოს მოსახლეობისთვის საჯარო“, – წერს რატი ბრეგაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში