სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე მომუშავე კომისიებმა ერთობლივი საქმიანობის შესახებ დებულებას ხელი მოაწერეს, ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის შესახებ სახელმწიფო კომისიის მე-8 სხდომის ოქმისა და ქვეყნებს შორის საზღვრის უსაფრთხოების საკითხებზე კომისიის ოქმის მიხედვით, დასრულდა შეთანხმების მიღწევაზე მუშაობა. კომისიის ცნობით, დაწყებულია შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელებაზე მუშაობა.