ჯეიკ სალივანი ჩინეთის პრეზიდენტს შეხვდა

30 აგვისტო 2024, 11:49 249 ნახვა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველსა და ჩინეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა შედგა. ჯიკ სალივანმა სი ძინპინსთან ერთად კომუნიკაციების შენარჩუნებაზე ისაუბრა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უახლოეს მომავალში ჩინეთის პრეზიდენტი ამერიკელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარს გეგმავს. ასევე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად უკრაინაში მიმდინარე ომიც განიხილეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი