„სამშობლო“ - თეკლა მელაძის პერსონალური გამოფენა

29 აგვისტო 2024, 18:05 601 ნახვა

„სამშობლო“ ასე ჰქვია გამოფენას,რომელიც   აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია თეკლა მელაძის  მიერ სხვადასხვა დროს  შესრულებული  ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები,რომელთა ნახვა  დამთვალიერებელს  2 სექტემბრის ჩათვლით შეეძლება.

დღეს მოსული სტუმრებისგან კი შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულებს  ავტორმა  საკუთარი ნახატები საჩუქრად გადასცა. თეკლა მელაძე 13 წლის ასაკში გახდა art expo new york-ის ყველაზე ახალგაზრდა  მონაწილე პერსონალური გამოფენით და იყო ვიპ სტუმარი, ის არის 15 პერსონალური  და მრავალი ჯგუფური გამოფენის ავტორი და არაერთი ჯილდოსა და სერთიფიკატის მფლობელი. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი