რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიას დრონებით და რაკეტებით დაესხნენ თავს, კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საჰაერო განგაში ქვეყნის 15 ოლქში გამოცხადდა.
ნამსხვრევების ჩამოვარდნა დაფიქსირდა კიევის დნეპროვსკის, გოლოსევსკისა და დესნიანსკის რაიონების საცხოვრებელ ზონებში. გოლოსევსკის რაიონში საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, თუმცა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.