იორდანეს დასავლეთ სანაპირზე ისრაელის იერიშების შედეგად 10 პალესტინელი დაიღუპა

28 აგვისტო 2024, 10:01 295 ნახვა

პალესტინაში განაცხადეს, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის ანტიტერორისტული ოპერაციების შედეგად  ლტოლვილთა ბანაკებში შეტაკებებისას ათი ადამიანი დაიღუპა.

წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთით მდებარე რამდენიმე ქალაქში ისრაელმა რეიდები და სარაკეტო იერიშები განახორციელა.

პალესტინურ მედიაში გავრცელებულ „ჰამასის“ განცხადებებში ნათქვამია, რომ ჯენინსა და ტულკარემში მიმდინარეობს მძიმე შეტაკებები ისრაელელ ჯარისკაცებთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში