გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა.
შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
„აპელაციის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები (რეიტინგული სიები) მოგვიანებით გამოქვეყნდება.“ – ნათქვამია განცხადებაში.