მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟი და მათი ახალი, თანამედროვე სტანდარტის ლიფტებით ჩანაცვლება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სამუშაოები 4 მისამართზე სრულდება. ლიფტების განახლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებით ხორციელდება.
2023-24 წლებში ჯამში 79 ლიფტი მოეწყო, რაზეც 6 მილიონ 300 ათასი ლარი დაიხარჯა. 2025 წლის ბოლომდე სამუშაოები 113 მისამართზე იგეგმება, რომლის ღირებულებაც 8 მილიონ 900 ათას ლარს შეადგენს. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს