ავარია ბათუმში მსხვერპლით დასრულდა

23 აგვისტო 2024, 16:29 19090 ნახვა

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მოპედი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 

ავარიის შედეგად, მოპედზე მყოფი ორი მოზარდი გარდაიცვალა. ერთი დაშავებული ადგილზე, ხოლო მეორე კლინიკაში მიყვანამდე დაიღუპა. 

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულნი.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი