“ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში ენმ-ის მანდატების გაუქმებას არ გამორიცხავს

23 აგვისტო 2024, 14:45 362 ნახვა

პრემეირი​ არ გამორიცხავს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას მანდატები გააუქმონ. ვარაუდობს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში 5%-იან ბარიერს მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანება გადალახავენ. მან პარტიაში გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ თქვა, რომ სჭირდებათ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, რათა „ნაციონალური მოძრაობა“ არაკონსტიტუციურ ძალად გამოცხადდეს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ პარტიის არაკონსტიტუციურ ძალად გამოცხადების შემდეგ ლოგიკური იქნება, გაუქმდეს ამ პარტიის სახელით მიღებული საპარლამენტო მანდატები. ჟურნალისტის რეპლიკას, ასეთ შემთხვევაში პარლამენტი ერთპარტიული იქნება, პრემიერმა ასე უპასუხა: „მოლდოვის პარლამენტი არის პრაქტიკულად ერთპარტიული, მაგრამ ყველა მიესალმება მოლდოვის პარლამენტს. იგივე მოხდება საქართველოშიც. ერთნაირი სტანდარტი უნდა მოქმედებდეს ყველა კანდიდატ ქვეყანაში...“

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი