ადრე რაც USAID-ის, NED-ის და მსგავსი ორგანიზაციების ხელით კეთდებოდა, ახლა გადანაწილებულია ან ბრიუსელიდან დაფინანსებული ორგანიზაციებით ან ევროკავშირის სხვადასხვა დედაქალაქზე - პაპუაშვილი

10 მარტი 2025, 11:58 134 ნახვა

ადრე რაც USAID-ის, NED-ის და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ხელით კეთდებოდა, ახლა უკვე გადანაწილებულია ან ბრიუსელიდან პირდაპირ დაფინანსებული ორგანიზაციებით, ან ევროკავშირის სხვადასხვა დედაქალაქზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ვფიქრობ, ბევრ საკითხთან დაკავშირებით საქართველო ლაკმუსის ქაღალდი გამოდგება ხოლმე და ვხედავთ ჩვენ ახლაც, რომ მიდის გადაჯგუფება. ადრე რაც USAID-ის, NED-ის და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ხელით კეთდებოდა, რომელიც თავად აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა თაღლითობასა და სხვა ქვეყნებში დესტაბილიზაციის ორგანიზებაში, ახლა ეს მცდელობები და ქმედებები უკვე გადანაწილებულია ან ბრიუსელიდან პირდაპირ დაფინანსებული ორგანიზაციებით, ან ევროკავშირის სხვადასხვა დედაქალაქზე. ვხედავთ ჩვენ უკვე უკვე დივერსიფიცირებულ თავდასხმას ქართველ ხალხზე, საქართველოს ხელისუფლებაზე და მთლიანად საქართველოზე. ვხედავთ, რომ მათ შორის ეს ვიზიტები, რაც იყო ბოლო პერიოდში, ტური, რაც მოუწყვეს მათ მარიონეტებს, რათა მიიღონ შესაბამისი ინსტრუქცია და დავალებები, ეს არის ჩვენთვის ტესტი, საბოლოო ჯამში. ვინაიდან, როდესაც საუბარი იყო „დიფ სთეითზე“ და მის დამარცხებაზე, აქ ჩვენი წარმოდგენა არის ასეთი, რომ უნდა ამოიძირკვოს საერთოდ, სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციის ქსელები და არ უნდა მოხდეს მათი რებრენდინგი. იმას, რასაც ადრე ერქვა USAID-ი, ახლა არ უნდა დაერქვას ევროპის დემოკრატიის ფონდი, რომელიც ისედაც არსებობდა და უფრო აქტიურად ითანამშრომლოს, თუ ესტონეთის დახმარების ორგანიზაცია და ასე შემდეგ, რასაც ჩვენ ეს პერიოდი ვაკვირდებით“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, რამდენიმე ორგანიზაცია და „ენჯეო“ „გადაესტონელდა“.

„ორგანიზაციები პირდაპირ გადადიან სხვა ქვეყნების კონტროლის ქვეშ. ვნახეთ რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც, რაც ვიცით ღიად, რომ „გადაესტონელდნენ“, მათ შორის რამდენიმე „ენჯეო“ და ვხედავთ ჩვეულებრივად გადანაწილებას იმ რესურსებისას, რომელიც მანამდე USAID-ის, NED-ის და სხვა ასეთი ორგანიზაციების ხაზით იხარჯებოდა საქართველოში, ახლა სხვა ხაზით რომ შემოდის საქართველოში. მიზანი ხომ ვხედავთ, რა არის. საბოლოო ჯამში, ხომ ყველაფერს გაეცა პასუხი. რასაც ჩვენ ვამბობდით, ყველაფერი დადასტურდა აბსოლუტურად. ჩვენ ვამბობდით, რომ უცხოური დონორების ფულის ნაწილი გამოიყენებოდა საქართველოს დესტაბილიზაციისთვის. აქ რადიკალიზმის, ექსტრემიზმის წახალისებისთვის, პროპაგანდის საწარმოებლად. ვასახელებდით პირდაპირ USAID-ს, NED-ს, სხვა ორგანიზაციებს. დადასტურდა ამერიკის ხელისუფლებისვე აღიარებით, რომ დესტაბილიზაციისთვის და პროპაგანდისთვის გამოიყენებოდა ეს ორგანიზაციები. ჩვენ ვამბობდით,რომ იყო მცდელობები, საქართველო ჩაეთრიათ ომში და პირდაპირ არ ვსაუბრობდით იმ ფაქტებზე და იმ მცდელობებზე, რომელიც იყო, თუმცა ამაზე მივუთითებდით. ამას უტიფრად უარყოფდა ზოგიერთი სახელმწიფო ლიდერი თუ პოლიტიკური ჯგუფი და დადასტურდა დღეს ეს ყველაფერი, რა და როგორ ხდებოდა. ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს ომი იყო სინამდვილეში ომი, რომელიც პროქსიონით შეიძლება მოვიხსენიოთ, სადაც გამოიყენეს უკრაინელი ხალხი როგორც საკუთარი უსაფრთხოების მიზნების განსახორციელებლად სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა. დღეს ეს აღიარა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, რომ ეს არის პროქსიონი დასავლეთსა და რუსეთს შორის. პროქსიონი მოგეხსენებათ, არის მარიონეტის ხელით წარმოებული. აი ასეთი მარიონეტობა უნდოდათ ჩვენი ზოგიერთებს საზღვარგარეთ, ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს თუ პოლიტიკურ ლიდერს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში